საავადმყოფოს დირექტორი, თემურ კოროშინაძე ამბობს, რომ კომპანია დავალიანებას დღის ბოლომდე ჩამორიცხავს. თუმცა, კოროშინაძის ამ დაპირებაში მედპერსონალს ეჭვი ეპარება:
_ ამათ არ დაუმთავრდათ დღეს, ხვალ, დილას, საღამოს…. სამი თვეა ასე გვატყუებენ. დღეს თუ ხელფასები არ ჩამოირიცხა, ხვალ ჩოხატაურის საავადმყოფო გაიფიცება და არც ერთ პაციენტს არ მიიღებს, _ აღნიშნეს ჩვენთან საუბრისას ექიმებმა.
აღსანიშნავია, რომ ეს ექიმების გაფიცვის პირველი შემთხვევა არ არის. თითქმის ყოველ სამ თვეში, ჩოხატაურის საავადმყოფოს მედპერსონალი უხელფასობის მიზეზით ქუჩაში გამოდის, თუმცა, შედეგი ყოველთვის ერთი და იგივეა, მიუხედავად იმისა, რომ “ადითის” ხელმძღვანელობასთან ამ საკითხის დაყენებას ხან მინისტრები პირდებოდნენ, ხან კიდევ ადგილობრივი ხელისუფლება.