_ აცხადებს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი.
მისი თქმით, პირველი თვე პროკურატურამ ძირითადად ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულის გამოძიებას დაუთმო და არა ელიტურ კორუფციას, რაც გარკვეულწილად ფინანსურ-ეკონომიკური დანაშაულის გახსნის სირთულითაც იყო გამოწვეული.
“პირველი კატეგორიის დანაშაულის გამოვლენა შესაძლებელია უფრო სწრაფად. ადამიანის წამებაზე, ცემაზე და სხვა დარღვევებზე საკმარისია იყოს დაზარალებული პირის გამოკითხვა, მოწმეთა ჩვენებები და სხვა მტკიცებულებებით გამყარება. ფინანსურ-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულის გამოვლენას სჭირდება უფრო გულდასმითი მუშაობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ პირველ საკითხში ვართ ზედაპირულები _ უბრალოდ, მეორე სფერო მოიცავს რევიზიის, ექსპერტიზის გახორციელებას, უამრავი მტკიცებულების მოპოვებას ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ,” _ აცხადებს მთავარი პროკურორი.
კბილაშვილი ამბობს, რომ საზოგადოების მოლოდინი, რაც ელიტური კორუფციის გამოძიებას უკავშირდება, ამ ეტაპზე დაკმაყოფილებული არ არის: ” მე მესმის საზოგადოების გულისწყრომა იმასთან დაკავშირებით, რომ პროკურატურას ფინანსურ-ეკონომიკური დანაშაული თითქმის არ აქვს, თუ არ ჩავთვლით გარკვეულ ეპიზოდებს , მაგრამ ძირითადად ის მოლოდინი, რომელიც საზოგადოებას ჰქონდა, ამ ეტაპზე არ არის დაკმაყოფილებული. ჩვენ ხომ ჯადოქრები არა ვართ და ხომ არ შეიძლება 2 კვირაში დადო თემა, რომლის გამოძიებასაც სჭირდება გაცილებით მეტი დრო? ეს იქნებოდა გაგებული ისე, რომ ჩვენ გვაქვს იდეა-ფიქსი ვინმე საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულისათვის დავსაჯოთ და მერე ვაგროვოთ მტკიცებულებები,” _ განაცხადა კბილაშვილმა დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დროს.