შსს-ს განცხადებით: “აღნიშნული პიროვნება 2012 წლის პირველ ოქტომბერს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას, კასპის 33-ე უბანზე, საარჩევნო ურნაში წინასწარშემოხაზული, ყალბი ბიულეტინების ჩაყრას შეეცადა. დანაშაულის ჩადენის დროს, გიორგი მ. პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა (ის 2011 წელს ქურდობისთვის სსსკ-ის 177-ე მუხლით გასამართლდა და ექვსწლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა).
საქმე საქართველოს სს კოდექსის 19-164-ე მესამე პრიმა მუხლით (არჩევნების გაყალბების მცდელობა) აღიძრა. დანაშაული ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მიმდინარეობს გამოძიება,” _ ნათქვამია განცხადებაში.