პირველი ეტაპის სამუშაოების შემდეგ, ოზურგეთის მთავარი ქუჩა მთლად შარდენი არა, მაგრამ შეცვლილი ნამდვილად არის.
მიუხედავად ამისა, ჭავჭავაძის ქუჩას ოზურგეთელები უკვე შარდენად მოიხსენიებენ. ღამის შარდენზე თუ გაივლით, უმეტეს შემთხვევაში, მსხვილფეხა პირუტყვს ნახავთ. ასეც ხდება, შარდენს ღამით ძროხები იპყრობენ…