შსს-ს განცხადების თანახმად: “ავარიის შედეგად დაშავებული ლ. ვოიტუკი სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა ნ. ყიფშიძის სახელობის კლინიკაში მოათავსეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველო გამოძიებას სსკ-ის 276-ე მუხლის (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა) პირველი ნაწილით აწარმოებს.
„აუდის” მძღოლი, 1968 წელს დაბადებული ივანე ბ. ამჟამად დაკავებულია და გადაყვანილია თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურში.”