https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ამნისტიის შესახებ” კანონპროექტის ამ დროისთვის არსებული ვარიანტი

7:12; 20.12.2012
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, სამართლიანობის აღდგენაზე საზოგადოების მოთხოვნის შესაბამისად, პატიმართა და პირობით მსჯავრდებულთა რაოდენობის შემცირების მიზანშეწონილობისა და საზოგადოების უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მიერ კრიმინოგენური ვითარების კონტროლისა და პრევენციის სათანადო მექანიზმების არსებობის პირობებში, საქართველოს პარლამენტი, ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, აცხადებს ამნისტიას.

მუხლი 1. გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც არასრულწლოვნების ასაკში ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, გარდა დანაშაულისა, რომელსაც მოჰყვა სიცოცხლის მოსპობა.

მუხლი 2. გაუნახევრდეს სასჯელი ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც არასრულწლოვნების ასაკში ჩაიდინა მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, გარდა დანაშაულისა, რომელსაც მოჰყვა სიცოცხლის მოსპობა.

მუხლი 3. გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემდეგი დანაშაულებისა:

ნაკლებად მძიმე დანაშაული, რომელსაც მოჰყვა სიცოცხლის მოსპობა (110-ე მუხლი; 111-ე მუხლი; 112-ე მუხლი; 113-ე მუხლი; 114-ე მუხლი; 115-ე მუხლი; 116-ე მუხლი; 118-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 130-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 133-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 161-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 170-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 188-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 220/1 მუხლის მე-2 ნაწილი; 229/1 მუხლის მე-3 ნაწილი; 238-ე მუხლი; 240-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 281-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 283-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 289-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 292-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 293-ე მუხლის მე-4 ნაწილი; 295-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 297-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 342-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 3421 მუხლის მე-2 ნაწილი; 397-ე მუხლის მე-2 ნაწილი); ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (117-ე მუხლის პირველი ნაწილი); დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ (139-ე მუხლი; 140-ე მუხლი; 141-ე მუხლი); დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ (142-ე მუხლი; 142/1 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილი; 143/3 მუხლის პირველი ნაწილი; 144/2 მუხლი; 144/3 მუხლის პირველი ნაწილი; 146-ე მუხლის პირველი ნაწილი; 153-ე მუხლი; 154-ე მუხლი; 155-ე მუხლი; 156-ე მუხლი; 159-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 160-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 161-ე მუხლის პირველი ნაწილი; 162-ე მუხლი; 163-ე მუხლი; 164-ე მუხლი; 164/1 მუხლი; 164/2 მუხლი; 164/3 მუხლი; 166-ე მუხლი); არასრულწლოვანის ჩაბმა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში (171-ე მუხლის მე-3 ნაწილი); ბავშვის შეცვლა (174-ე მუხლი); პროსტიტუციაში ჩაბმა (253-ე მუხლის პირველი ნაწილი); დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ (320-ე მუხლის პირველი ნაწილი; 321-ე მუხლის პირველი ნაწილი); სამოხელეო დანაშაული (332-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები; 333-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები; 334-ე მუხლი; 335-ე მუხლის პირველი ნაწილი; 337-ე მუხლი; 339-ე მუხლის პირველი ნაწილი; 340-ე მუხლი; 341-ე მუხლი, 342-ე მუხლი); სამართალწარმოების განხორციელებისათვის ან გამოძიებისათვის ხელის შეშლა (364-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები); დანაშაული მტკიცებულების მოპოვების საპროცესო წესის წინააღმდეგ (369/1 მუხლის მე-2 ნაწილი); დანაშაულის დაფარვა (375-ე მუხლი); დანაშაულის შეუტყობინებლობა (376-ე მუხლი); დანაშაული სასამართლო აქტების აღსრულების წინააღმდეგ (378-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 381-ე მუხლის მე-2 ნაწილი); მოწოდება აგრესიული ომის გაჩაღებისაკენ (405-ე მუხლი).

მუხლი 4. ერთი მესამედით შეუმცირდეს სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენ ქალს, გარდა დანაშაულისა, რომელსაც მოჰყვა სიცოცხლის მოსპობა.

მუხლი 5. 1) გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გაუფრთხილებელი დანაშაულის ჩამდენი პირი, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისა და ასევე დანაშაულისა, რომელსაც მოჰყვა სიცოცხლის მოსპობა.

2) გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან სასიკვდილო შედეგით დასრულებული გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩამდენი პირი, თუ ყველა დაზარალებულის უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენების პროცესში გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას გამოთქვამს ამ პირის მიმართ ამნისტიის აქტის გამოყენებაზე.

იმ შემთხვევაში თუ დაზარალებულის უფლებამონაცვლე გარდაცვლილია ან ვერ იძებნება, წინამდებარე ამნისტია გამოყენებული იქნება ამ მუხლით გათვალისწინებული პირის მიმართ თუ აღნიშნულის შესახებ, ამ პუნქტით გათვალისწინებული წესით თანხმობას გამოთქვამს დაზარალებულის ოჯახის ყველა წევრი (დედა, მამა, მეუღლე, შვილი).

მუხლი 6. გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა ნაკლებად მძიმე ან/და მძიმე დანაშაულის მომზადება ან/და მცდელობა.

მუხლი 7. გაუნახევრდეს სასჯელი ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადება ან/და მცდელობა.

მუხლი 8. 1) გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, იმავე კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ან/და მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გასაღების ნიშნით და ამასთან, ის არ არის ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლები პირი, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულისა, რომელიც არ კვალიფიცირდებოდა გასაღების ნიშნით.

2) გაუნახევრდეს სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირს, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის გასაღების ნიშნით და ამასთან, ის არ არის ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლები პირი, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულისა, რომელიც არ კვალიფიცირდებოდა გასაღების ნიშნით.

3) გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი.

მუხლი 9. გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

მუხლი 10. გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339/1-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი.

მუხლი 11. გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი, თუ ყველა დაზარალებული ან მათი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენების პროცესში გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას გამოთქვამს ამ პირის მიმართ ამნისტიის აქტის გამოყენებაზე.

იმ შემთხვევაში თუ დაზარალებულის უფლებამონაცვლე გარდაცვლილია ან ვერ იძებნება, წინამდებარე ამნისტია გამოყენებული იქნება ამ მუხლით გათვალისწინებული პირის მიმართ თუ აღნიშნულის შესახებ, ამ პუნქტით გათვალისწინებული წესით თანხმობას გამოთქვამს დაზარალებულის ოჯახის ერთი წევრი (დედა, მამა, მეუღლე, შვილი).

მუხლი 12. გაუნახევრდეს სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირს: 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები; მე-200 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილები; 202-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 203-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 205/1 მუხლის მე-2 ნაწილი; 208-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 210-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 214-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილები; 218-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები; 237-ე მუხლის პირველი ნაწილი, 276-ე მუხლის მე-4 ნაწილი; 239-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 240/1 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები; 353-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 370-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 384-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 389-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები.

მუხლი 13. გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის პირი, თუ მისი ქმედება იმავდროულად დაკვალიფიცირებულია იმავე კოდექსის 262-ე მუხლით.

მუხლი 14. გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის პირი, თუ მისი ქმედება იმავდროულად დაკვალიფიცირებულია იმავე კოდექსის 263-ე მუხლით.

მუხლი 15. გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის პირი, თუ მისი ქმედება იმავდროულად დაკვალიფიცირებულია იმავე კოდექსის 303-ე მუხლით.

მუხლი 16. ერთი მეოთხედით შეუმცირდეს სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება ამ კანონის 1-15 მუხლების მოქმედება.

მუხლი 17. პირს, რომელსაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელი დაენიშნა (დაენიშნება) დანაშაულთა ან/და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების წესის გამოყენებით, ეს კანონი შეეხება თითოეული დანაშაულისა და სასჯელისათვის ცალ-ცალკე.

მუხლი 18. ამ კანონით გათვალისწინებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ როგორც რეალურ სასჯელზე, ისე პირობით მსჯავრზე და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა.

მუხლი 19. პირს, რომელზეც ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლის მოქმედება, სასჯელისაგან განთავისუფლებასთან ერთად აღუდგეს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

მუხლი 20. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება სასჯელის სახით შეფარდებულ/აღსრულებულ ჯარიმაზე ან/და ქონების ჩამორთმევაზე, ასევე “არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევისათვის დაკისრებულ/გადახდილ ჯარიმაზე.

მუხლი 21. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელსაც დანაშაული ჩადენილი აქვს 2012 წლის 2 ოქტომბრამდე.

მუხლი 22. შექმნილი პოლიტიკურ-სამართლებრივი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი, ხელმძღვანელობს რა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის #1900 (2012) რეზოლუციით განსაზღვრული კრიტერიუმებით და მიიჩნევს რა, რომ საქართველოში დღეისათვის არსებობენ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ან პოლიტიკური ნიშნით სისხლისსამართლებრივად დევნილი პირები, ამ კანონით აცხადებს პოლიტიკურ ამნისტიას.

გათავისუფლდნენ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ის პირები, რომელთაც საქართველოს პარლამენტის დადგენილებით მინიჭებული აქვთ პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებული ან პოლიტიკური ნიშნით სისხლისსამართლებრივად დევნილი პირის სტატუსი.

მუხლი 23. 1) ამ კანონის 1-21 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტიის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას ბრალდებულის მიმართ, გამოძიების სტადიაზე, იღებს შესაბამისი პროკურორი.

2) ამ კანონის 1-21 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტიის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას ბრალდებულის ან/და მსჯავრდებულის მიმართ, საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე, იღებს შესაბამისი სასამართლო.

3) ამ კანონის 1-21 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტიის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის მიმართ, დასრულებული სამართალწარმოების საქმეზე, იღებს თავდაპირველი გადაწყვეტილების გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, რომელსაც პატიმრობაში ან პრობაციის რეჟიმზე მყოფი მსჯავრდებულის პირად საქმეს, ამ კანონის ძალაში შესვლიდან ორი კვირის ვადაში, მიაწვდის შესაბამისი სასჯელაღსრულების დაწესებულება ან პრობაციის სამსახური, ხოლო ძებნილი მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონის გამოყენების შესახებ მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, იმავე ვადაში. სასამართლო უფლებამოსილია ამნისტიის გამოყენების საკითხი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.

4) ამ კანონის 1-21 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია (გარდა მე-11 მუხლისა) აღსრულდეს ამ კანონის ძალაში შესვლიდან ორი თვის ვადაში. ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდეს კანონის ძალაში შესვლიდან ოთხი თვის ვადაში.

5) ამ კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული პოლიტიკური ამნისტია, პოლიტიკური ნიშნით პატიმრობაში მყოფ პირთა მიმართ, აღასრულოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მთავარმა პროკურატურამ და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრომ, კანონის ძალაში შესვლიდან 1 კვირის ვადაში.

ამავე ვადაში მოხდეს ამ კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ პოლიტიკური ნიშნით სისხლისსამართლებრივად დევნილ პირთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების გაუქმება ან მათი სასჯელისაგან გათავისუფლება.

მთავარი პროკურორი პოლიტიკური ნიშნით სისხლისსამართლებრივად დევნილი ბრალდებული პირის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შესახებ ამნისტიის კანონის საფუძველზე შუამდგომლობით მიმართავს უფლებამოსილ სასამართლოს და ბრალდებულის თანხმობით წყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას, ხოლო მსჯავრდებულის სასჯელისაგან გათავისუფლების შესახებ მიმართავს ბოლო განაჩენის გამომტან სასამართლოს.

ყველა იმ პირს, ვის მიმართაც გამოყენებული იქნება ამნისტიის კანონი, უფლება აქვს, ისარგებლოს მისი სისხლის სამართლის საქმის სამართლიანი სასამართლოს მიერ განხილვის უფლებით.

მუხლი 24. ამ კანონის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება მხარეებმა შეიძლება გაასაჩივრონ ერთჯერადად, ორი კვირის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში. საჩივარი განიხილება მისი წარდგენიდან 10 დღეში მხარეთა მონაწილეობით.

მუხლი 25. ეს კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სამართალი

“საშინელება ტრიალებს… ჯერ ერთმა ძმამ მოიკლა თავი, ახლა მეორემ, ორივე ახალგაზრდა”

23:05; 24 დეკემბერი, 2025
სამართალი

ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

17:29; 24 დეკემბერი, 2025
სამართალი

პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფატქზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

16:30; 24 დეკემბერი, 2025
სამართალი

კახეთში კაცმა მძევლად საკუთარი ბებია აიყვანა და სიცოცხლის მოსპობით იმუქრებოდა – დეტალები

10:47; 24 დეკემბერი, 2025
სამართალი

ზუგდიდში მამაკაცი მოკლეს

17:39; 23 დეკემბერი, 2025

საია თვითმმართველობებთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს მონიტორინგს გაუწევს

საია სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლის ფაქტს ეხმაურება

ყველა სიახლე

სამართალი

“საშინელება ტრიალებს… ჯერ ერთმა ძმამ მოიკლა თავი, ახლა მეორემ, ორივე ახალგაზრდა”

23:05; 24.12.2025
ზაფრანი

საათი და პიროვნული თვისებები

22:49; 24.12.2025
ზაფრანი

როგორ მივაღწიოთ წარმატებას სამსახურში

22:34; 24.12.2025
ზაფრანი

რემონტი და …ასტროლოგია

22:23; 24.12.2025
ზაფრანი

როგორ შევარჩიოთ ძვირფასი ქვა სახელის მიხედვით

22:18; 24.12.2025
საზოგადოება

სუს-ი სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს

22:10; 24.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე: 2026 წლის ზაფხულის სეზონისთვის თბილისი-ბათუმის მონაკვეთზე მატარებლით მგზავრობის დრო ნახევარი საათით შემცირდება

22:02; 24.12.2025
ფინანსები

„ჰილს კონსტრაქშენი” ვაშლიჯვარში „კომფორტ ჰილსის” პროექტს ახორციელებს – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

18:38; 24.12.2025
ფინანსები

რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის STEM მიმართულებით?

17:35; 24.12.2025
სამართალი

ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

17:29; 24.12.2025
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ

17:20; 24.12.2025
ფინანსები

შეიძინეთ სასურველი ნივთი საქართველოს ბანკის QR განვადებით და მიიღეთ 20,000 PLUS ქულა საჩუქრად

17:01; 24.12.2025
ფინანსები

არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები

16:54; 24.12.2025
სამართალი

პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფატქზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

16:30; 24.12.2025
ფინანსები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:18; 24.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

14:50; 21.12.2025
0

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო