https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

პრეზიდენტის ვეტო, კუბლაშვილის კომენტარი და საერთო სასამართლოებიდან “გამქრალი” მილიონები

7:12; 23.12.2012
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

“საუბარია იმაზე, რომ მათ რომც მოინდომონ პროკურატურისადმი, იუსტიციის სამინისტროსადმი, პრემიერ-მინისტრისადმი წინააღმდეგობის გაწევა, ამის ფორმალური საშულებაც კი არ ექნებათ. მე მინდა, ვუთხრა პარლამენტის წევრებს, ჯერ ერთი, მათ იციან, რომ ვენეციის კომისიამ მოითხოვა ამ კანონპროექტის განხილვის გადადება, ახლახანს სტრასბურგში ვიყავი და ეს დამიდასტურეს, მაგრამ თუ კანონპროექტი დარჩება დღევანდელი სახით, მე გამოვიყენებ პრეზიდენტის ვეტოს უფლებას და ამ კანონპროექტს დავადებ ვეტოს იმიტომ, რომ ეს იქნება დამოუკიდებელი სასამართლო ინსტიტუტის დასამარება ერთხელ და სამუდამოდ საქართველოს რეალობაში  და ამ შემთხვევაში, მოქალაქეებს აღარაფრის იმედი აღარ ექნებათ”, _  განაცხადა მან.

როგორც ჩანს, პრეზიდენტის და სასამართლოს პირველი პირების განსაკუთრებული ვნებათაღელვა იმ ფაქტორმა გამოიწვია, რომ  კანონის ამოქმედებისთანავე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედ შემადგენლობას უფლებამოსილება შეუწყდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მეტად მნიშვნელოვან ორგანოზე და შესაბამისად სასამართლოზე, კონტროლს დაკარგავენ. არადა, გასაკონტროლებელი და შესამოწმებელი იუსტიციის საბჭოში, რომლის დაქვემდებარებაშიც შედის საერთო სასამართლოების დეპარტამენტი, ძალიან ბევრი რამეა, პირველ რიგში კი _ ფინანსები.

შეცვლილი დოკუმენტაცია, კონტროლის პალატაში გადამალული დასკვნა და პროკურატურისთვის გადასაცემი საქმე

“გურია ნიუსმა” საერთო სასამართლოებიდან “გამქრალ” მილიონებზე და კონტროლის პალატაში გადამალულ აუდიტზე ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა სახელწოდებით “სასამართლოებში “გამქრალი” 2 335 212 ლარი _ ლევან ბეჟაშვილის გადამალული აუდიტი.”

ადამიანი, რომელმაც ჩვენ ამის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა, აუდიტის სამსახურის ყოფილი თანამშრომელი სოსო ჩიქობავა გახლდათ, რომელიც 25 ნოემბერს, წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს, მას 6 ტყვია ჰქონდა ნასროლი, მათ შორის ერთი საკონტროლო. სოსო ჩიქობავა პირადად იღებდა მონაწილეობას საერთო სასამართლოების აუდიტში და “გურია ნიუსთან” აცხადებდა, რომ მათ მიერ აღმოჩენილი დანაკლისი საერთო სასამართლოებში, 2 მილიონზე მეტი იყო.

სოსო ჩიქობავა: “აუდიტის მიმდინარეობისას, აუდიტორთა ჯგუფმა დაადგინა სასაწყობო მეურნეობაში დიდი ოდენობით დანაკლისის ფაქტი, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ სააღრიცხვო მონაცემებსა (საბუღალტრო დოკუმენტაცია) და ფაქტობრივ მონაცემებს (ადგილზე, საწყობში არსებული ფასეულობები) შორის სხვაობა შეადგენდა 2 335 212 ლარს.

აღნიშნული ფაქტის გამოვლენის შემდეგ, საერთო სასამართლოების დეპარტამენტი შეეცადა ფაქტის მიჩქმალვას, რაც იმაში გამოიხატა, რომ აუდიტორთა ჯგუფს წარუდგინეს სრულიად განსხვავებული ბუღალტრული დოკუმენტაცია, რაც არ იქნა მიღებული.”

ჩვენი რესპონდენტის თქმით, ამის შემდეგ, უკვე გადასწორებული დოკუმენტაცია, საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა წერილობით გაუგზავნა კონტროლის პალატის თავმჯდომარეს ლევან ბეჟაშვილს, რომელმაც წერილი გადააწერა მის ქვემდგომ მოხელეებს და საბოლოოდ, გადაეცა აუდიტორთა ჯგუფს, რომელთაც კვლავ არ გაიზიარეს ეს გასწორებული დოკუმენტაცია და ფაქტი ასახეს აუდიტის დასკვნაში; თან აქტშივე მიუთითეს, რომ ისინი ვერ გაიზიარებდნენ ასეთ მასალებს.

სოსო ჩიქობავა: “აუდიტის დასრულების შემდეგ, აუდიტორთა ჯგუფმა, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, შეადგინა ფინანსური აუდიტის აქტი, დამოუკიდებელ აუდიტორთა დასკვნა და სარეკომენდაციო წერილი. წარმოდგენილი მასალების სერიოზულობიდან გამომდინარე, აუდიტორებმა საერთო სასამართლოების დეფარტამენტის ფინანსური საქმიანობა უარყოფითად შეაფასეს. შემდგომი მსვლელობისას, კონტროლის პალატის ხელმძღვანელობა იძულებული გახდებოდა, განსაკუთრებით დიდი ოდენობის დანაკლისის ფაქტებთან დაკავშირებით, მასალები გადაეცა საქართველოს პროკურატურისათვის და დაეყენებინა საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობის საკითხი.”

აღნიშნული აუდიტი საქართველოს კონტროლის პალატის მაშინდელი თავმჯდომარის, ლევან ბეჟაშვილის 2010 წლის 7 ივნისის, 12 ივლისის და 2010 წლის 16 აგვისტოს ბრძანებებით ჩატარდა და სასამართლოების დეპარტამენტის 2006-2010 წლების საფინანსო – სამეურნეო საქმიანობის შემოწმებას ისახავდა მიზნად.

აუდიტის ჯგუფს ძველი რევიზორი, რეზო შავიშვილის დროინდელი კადრი, გია ტუხაშვილი ხელმძღვანელობდა. აუდიტორების უმეტესობა შავიშვილის დროინდელი თანამშრომლები იყვნენ, რომელთანაც ბეჟაშვილი არ კონტაქტობდა. ამ ძველი აუდიტორებიდან დღეს, კონტროლის პალატაში თითქმის არცერთი აღარ მუშაობს.

კოტე კუბლაშვილი: “რეალურად ისეთი დარღვევა არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს…”

29 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე “გურია ნიუსმა” უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, კოტე კუბლაშვილს, საერთო სასამართლეობის დეპარტამენტის აუდიტთან დაკავშირებით კითხვები დაუსვა:

_  ბატონო კოტე, 2010 წელს კონტროლის პალატამ საერთო სასამართლოების დეპარტამენტში აუდიტი ჩაატარა, რომლის დასკვნაშიც აღნიშნუალია, რომ 2 მილიონ ნახევარ ლარამდეა აღმოჩენილი დანაკლისი. თუ დაინტერესდით ამ საკითხით? საკმაოდ დიდ თანხაზეა საუბარი…

_ მოგახსენებთ, ვიცი ამის შესახებ. ბუნებრივია, შემოწმების შედეგებით დავინტერესდი, თუმცა მთავარია, რომ ეს, როგორც დასკვნა არ არსებობს, პროექტია. უკვე ხელმოწერილ დასკვნად იმიტომ ვერ გადაკეთდა, რომ რეალურად ისეთი დარღვევა არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. 2 მილიონ გარკვეული ლარის დანაკლისი კი არ იყო, მერე ყველაფერი გაირკვა, უბრალოდ რატომღაც ასე ჩაიწერა და ყველამ იცის, რომ სწორი ჩანაწერი არ არის… იმ აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც შემოსული იყო, თანამდებობიდან არაეთიკური საქციელის გამო გათავისუფლდა. ამიტომ მის მიერ ჩატარებული დასკვნაც გარკვეული ეჭვის ქვეშ დგას. ეჭვის ქვეშ არის იმიტომაც, რომ ეს 2 მილიონ რამდენიმე ათასის დანაკლისი რეალურად კი არ იყო, ფორმა იყო სხვადასხვა. ყველაფერი აღწერილი და გაწერილი იყო კომპიუტერული წესით, მაგრამ კანონიდან გამომდინარე, კომპიუტერიდან უნდა ყოფილიყო ამოღებული და ქაღალდზე დაწერილი. ანუ დაკარგული კი არ არის რამე, რაც შეიძინეს, ეს აღწერილია, ერთადერთი გაკეთებული არ არის გაწერა, რომ ეს ყველაფერი გაწერილი ყოფილიყო ქაღალდზე. მსგავს შემთხვევაში კონტროლის პალატა და აუდიტის სამსახური ყოველთვის რეკომენდაციას აძლევს, რომ ასე არ მოხდეს. ეს არ იწვევს ისეთ შედეგებს, რომ დიდი დარღვევა მოხდა. ამიტომ, ბუნებრივია, თუ საჭირო იქნება, შემიძლია კიდევ ერთხელ მივმართო კონტროლის პალატას და კიდევ ერთხელ შევამოწმოთ იგივე წლები, რაც მაშინ ნახეს, რადგანაც ის დასკვნა საბოლოო სახით არ დადებულა.

_ თქვენ მიმართავთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რომ ამ წლების შესწავლა თავიდან მოხდეს?

_ თვითონ დეპარტამენტს ვეტყვი და შეიძლება პირდაპირ მიმართონ, რომ კიდევ ერთხელ შეისწავლონ, თუ ასეთი საჭიროება აღმოჩნდა.

“დასკვნა, სადაც ყველა დარღვევა აღწერილია, კონტროლის პალატაში დევს”

კოტე კუბლაშვილის მიერ ნახსენები აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელი, რომლის არაეთიკური საქციელის გამოც (როგორც კუბლაშვილი ამბობს. ავტ) თითქოს აუდიტის შემოწმება ეჭვის ქვეშ დადგა, გია ტუხაშვილი გახლავთ. „გურია ნიუსთან“ საუბრისას ის ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება  მის არაეთიკურ საქციელთან დაკავშირებით, სრული აბსურდია.

_ მე კი გამომიშვეს, მაგრამ სხვამ გააგრძელა შემდეგ ეს საქმე და  აქტი დასრულებულია და  კონტროლის პალატაში დევს.

_ ბატონო გია, კუბლაშვილი აცხადებს, რომ ყველაფერი წესრიგშია, ერთადერთი გაკეთებული არ არის გაწერა, რომ ეს ყველაფერი გაწერილი ყოფილიყო ქაღალდზე.

_ მთავარი ის არის, რომ მიღებაზე უნდა მოეწეროს ხელი და თუ მაგის საბუთი არ არის, როგორ არის ყველაფერი რიგზე? არც ელექტრონულად ჩანდა მაშინ რომ საბუთი სახეზე იყო და არც ისე ჰქონდათ არაფერი. დასკვნა, სადაც ეს ყველაფერი აღწერილია, დევს კონტროლის პალატაში.

_ანუ როდესაც კოტე კუბლაშვილი ამბობს, რომ  ეს მხოლოდ პროექტი იყო, იტყუება?

_ რა თქმა უნდა. ჯერ ერთი, ამ აუდიტის ჩატარებაზე ხარჯი გაიწია, ხელფასები გამოეწერათ აუდიტორებს და შედეგი არ არის არაფერი? არაფერი არ დაიდო?  დასკვნა როგორ არ არსებობს? და თუ არ არსებობს, ეგ უკვე მეორე დარღვევაა.

“გურია ნიუსის” კითხვაზე, იყო თუ არა მასზე რაიმე ზეწოლა მუშაობის პერიოდში, გია ტუხაშვილმა განაცხადა:

_ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის უფროსი, დიმიტრი გეგელია მეუბნებოდა, ტყუილად იკლავ თავს, მაგ საქმიდან არაფერი შედეგი არ იქნება, კუბლაშვილთან ყველაფერი მოგვარებულია და რა აქტიც არ უნდა დადო, არავინ დაისჯებაო.

რეფორმირებული სასამართლოს ფასადებს მიღმა…

საერთო სასამართლოების აუდიტი პროექტის დონეზე (როგორც ამას ბატონი კუბლაშვილი აცხადებს,)  ვერანაირად ვერ დარჩებოდა. უდიტის აქტი, აუდიტის ჩატარებისთვის განსაზღვრულ ვადაში დგება, რომელსაც ხელს აწერენ აუდიტის ჯგუფის უფროსი და წევრები. აუდიტის აქტს დეპარტამენტის უფროსი გასაცნობად გადასცემს აუდიტის ობიექტს.

აუდიტორების განმარტებით, საერთო სასამართლოების აუდიტის ჩატარებისთვის განსაზღვრული ვადა ამოიწურა 2010 წლის 30 აგვისტოს. შესაბამისად, აქტიც ამ დროს უნდა შედგენილიყო და ხელმოწერილიყო აუდიტორების მიერ. რის შემდეგაც, გასაცნობად გადასცემოდა საერთო სასამართლოების დეპარტამენტს.

“გურია ნიუსმა” მოთხოვნით, გადმოეცათ ჩვენთვის საერთო სასამართლოების აუდიტის დასკვნა, კონტროლის პალატას 2011 წლის 19 დეკემბერს მიმართა.

კონტროლის პალატის პასუხში, რომელსაც ხელს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, გიორგი ბოტკოველი აწერს, ვკითხულობთ: “კონტროლის პალატის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტში ჩატარებული აუდიტის მასალები რეალიზაციის პროცესშია…”

საერთო სასამართლოების აუდიტი კი, რომელიც ორი წლის უნდა დასრულებულიყო და გადასცემოდა საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარეს გასაცნობად, არავინ იცის ვის უჯრაშია ჩაკეტილი.

სად არის 2 335 212 ლარი და რამდენი “დაიზოგა” რეფორმირებული სასამართლოს ფასადებში, ამას, ალბათ, სათანადო ორგანოები დაადგენენ.

და ალბათ იმასაც, კიდევ რამდენი ასეთი გადამალული აქტია ლევან ბეჟაშვილის დროინდელ კონტროლის პალატაში, რომელსაც დღესაც ვერაფრით გაუგია, რატომ არ აირჩიეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად…

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

სამართალდამცველებმა ნარკორეალიზატორთა ჯგუფი დააკავეს

"ნიკა გვარამიას ამ ფორმით დაკავებით, ქვეყნის რეპუტაცია საგრძნობლად შეილახა"

ყველა სიახლე

მთავარი

სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

21:11; 9.09.2026
საზოგადოება

„ასპირინის ფასი განიხილოს ფასების კომისიამ, საქმეში ჩაეთვლებათ!“ — რატომ ბრაზობენ გურულები?

19:14; 9.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

18:08; 9.09.2026
საზოგადოება

„პარვუს ჯგუფის” ტრადიცია თემის სკოლების მხარდასაჭერად

17:59; 9.09.2026
საზოგადოება

ბათუმიდან აფრენილი მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა

17:19; 9.09.2026
პოლიტიკა

„გახარია საქართველოსთვის“: ჩორჩანას საპოლიციო საგუშაგოს გაუქმება სამშობლოს ღალატი იქნება

15:37; 9.09.2026
საზოგადოება

ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა

15:03; 9.09.2026
სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

14:34; 9.09.2026
ფინანსები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

14:29; 9.09.2026
სამართალი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა

13:57; 9.09.2026
საზოგადოება

გურიასა და დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +31 გრადუსს მიაღწევს — უახლოესი დღეების პროგნოზი

13:06; 9.09.2026
სამართალი

პოლიციამ 107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 3 პირი

13:00; 9.09.2026
სამართალი

პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა

10:45; 9.09.2026
ფინანსები

მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ – ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ  თავს

10:20; 9.09.2026
ფინანსები

განათლების შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის – დარეგისტრირდით საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში

9:57; 9.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო