როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქცვამი: “გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებმა, წინასწარი შეთანხმებით, 4500 ლარად 8 „ბაშად” დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი” თბილისში შეიძინეს. საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა რეალიზატორის ვინაობაც. დაკავებულებმა ნარკოტიკული საშუალება 1987 წელს დაბადებული გიორგი გ-სგან შეიძინეს. კოსტავას ქუჩაზე, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა სარეალიზაციოდ გამზადებული 34 „ბაშად” დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი” ამოიღეს. გაირკვა, რომ რეალიზატორი ერთ „ბაშს” 400 ლარად ყიდდა.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის პირველი სამმართველო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით აწარმოებს.”