„დემოკრატიული მოძრაობა“ ულოცავს ყველა პოლიტპატიმარსა და პოლიტიკურ დევნილს, მათი ოჯახის წევრებსა და თანამებრძოლებს სამართლიანობის აღდგენას და იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოში აღარასოდეს იქნებიან პოლიტიკური ნიშნით რეპრესირებული ადამიანები.
„დემოკრატიული მოძრაობა“ ასევე ულოცავს ყველა იმ ადამიანს, რომელსაც, ამინისტიის გამოცხადებით, მცირედით მაინც შეუმსუბუქდა სასჯელი.
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობამ, ყველა იმ ადამიანმა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამნისტიის კანონპროექტის მომზადებასა და დამტკიცებაში, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენი ქვეყანა არ შეეგუება უსამართლობას და აუცილებლად დაადგება სამართლიანობის, ცივილური განვითარებისა და ჰუმანური სახელმწიფოს მშენებლობის გზას.