“მიღებული გადაწყვეტილებით, N6 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ინსპექტორი, რომელსაც უშუალოდ ფუნქციონალურად ევალებოდა განეხორციელებინა კონტროლი, განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ამავე დაწესებულების დირექტორის მოადგილეს, უსაფრთხოების განყოფილების უფროსს და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარ ინსპექტორს გამოეცხადათ სასტიკი საყვედურები, დაწესებულების დირექტორს გამოეცხადა შენიშვნა.
გენერალური ინსპექციის დასკვნა მასალებითურთ შემდგომი მსჯელობის მიზნით გადაეგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურას.” _ ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ გავრცელებულ გადაწყვეტილებაში.