დღეს, ფასანაურის ორ თემში, ჩირიკსა და წიკობითში მცხოვრებ 100 ოჯახს საკვები პროდუქტი: 1 ტომარა ფქვილი,4 კგ შაქარი, ორი ბოთლი ზეთი, 1 ბოთლი შამპანური ,,ბაგრატიონი” დაურიგდა, რომელიც შეძენილია სვეტიცხოველის მამათა მონასტრის მიერ.
მოსახლეობას ასევე დაურიგდა: ხატები, სანთელი, შვიდ გზის ლოცვანი, საეკლესიო კალენდარი, ჟურნალი ,, ჯვარი ვაზისა.”
სვეტიცხოველის მამათა მონასტერი გაღებული შემოწირულობისთვის მადლობას უხდის ბიზნესმენებს, ძმებს თენგიზ, ვახტანგ და ალექსანდრე ხარებავებს.