_ დღეს, ახალმა მთავრობამ გაუშვა რუსების ჯაშუშები დიდი რაოდენობით გარეთ. სტრელნიკოვი, გევორქიანი, ნუ კარგი, გაუშვით, გაუშვით, მაგრამ თავმოყვარე ქვეყანა ამას არ აკეთებს. არის რამდენიმე ადამიანი,რომლებიც როგორც საქართველოს მზვერავი, ასე გაასამართლეს რუსებმა. თუ მაინცდამაინც რაღაცის გაკეთება გინდა, დაელაპარაკე და გაგვეცვალა.
იქ მათ შორის არიან ქართველები და იმავე მუხლებით არიან გასამართლებულები, რა მუხლებითაც ესენი იყვნენ საქართველოში. ამათზე საერთოდ უტყუარი მტკიცებულებები იყო და ეჭვს არ იწვევს ეს ამბები. ესენი აძლევდნენ კოორდინატებს, ესენი აჩვენებდნენ გზებს, თევდორე მღვდლისგან განსხვავებით, ზუსტად აჩვენებდნენ… იმათში მაინც გაგვეცვალა ესენი.
მე ძალიან ბევრ ვფიქრობ ამაზე. ერთის მხრივ, უხარიათ, რა კარგია, ხალხი გავიდა გარეთ. მეც გამიხარდებოდა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რა მოყვება ამ ყველაფერს. ეს ყველაფერი პრობლემაა სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის” _ განაცხადა სააკაშვილმა.