დაკავებულმა, 2013 წლის 13 იანვარს, ქ. თბილისში კაიროსა და ჯავახეთის ქუჩების კვეთაზე მდებარე ავტოგასამართ სადგურ “ვისოლის” ოპერატორს, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, 133 ლარი გასტაცა. ზურაბ დ-ს პირადი ჩხრეკისას, “მაკაროვის” სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს, დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.
საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის (ყაჩაღობა) პირველი ნაწილით აღიძრა, რაც 5-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.