საზოგადოებასთან, ჟურნალისტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე სამართალდამცავი სტრუქტურების პირველი პირები იყვნენ მიწვეულნი, თუმცა შეხვედრაზე არც ოზურგეთის რაიონული პროკურორი, კახა კოჩივარი და არც გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი, ზაზა პეტრიაშვილი არ მოვიდნენ. მათ მაგივრად გამოცხადდნენ მათი მოადგილეები _ მალხაზ სირაძე და გოჩა ფერსაშვილი.
შეხვედრა, რომელიც ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივით მოეწყო, მიზნად ისახავდა სამართალდამცავ ორგანოებში გამჭვირვალობასა და საჯაროობას.
შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა ქვეყნის ყველაზე მძლავრ და გავლენიან უწყებათა რიგს მიეკუთვნება და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მნიშვნელოვან დაფინანსებას იღებს, რის შედეგადაც გახორციელდა რეფორმები, გაუმჯობესდა მათი მატერიალური და ადამიანური რესურსები.
მიუხედავად გახორციელებული რეფორმებისა, საზოგადოების ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს სამართალდამცავი სტრუქტურების გაუმჭვირვალე მუშაობის გამო, პრობლემას წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის მიღება სამართლადამცავი ორგანოებისგან. საზოგადოების გარკვეული ნაწილი თვლის, რომ ამ ინსტანციების მიდგომა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულებისადმი უნდა შეიცვალოს.
საზოგადოების ინტერესს სამართალდამცავ სამსახურებში მიმდინარე საკადრო ცვლილებებიც იწვევს. საინტერესოა, 2012 წლის არჩევნების შემდეგ, რა სიახლეები იგეგმება საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ადამიანთა უფლებების დაცვის კუთხით _ აღნიშნულ საკითხებზე საზოგადოებისა და ჟურნალისტების კითხვებს ერთი საათის განმავლობაში პასუხობდნენ ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილე მალხაზ სირაძე, გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე გოჩა ფერსაშვილი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის წარმომადგენელი ჯაბა ზერეკიძე.