_ ვულოცავ ყველა გათავისუფლებულს და მათაც ვინც ამ დღეებში დაუბრუნდება საკუთარ სახლს. ვუსურვებ, რომ არასოდეს დაბრუნდნენ უკან. არასოდეს დამავიწყდება ის წუთები, რაც გუშინ განვიცადე. გლდანის საპყრობილეში გავიარე ის დერეფანი და ის ოთახი, სადაც გადაღებული იყო ციხის ცნობილი შემზარავი კადრები წამების და არაადამიანური მოპყრობის. დავითრგუნე. ამის მერე შევედით ომ ოთახში, სადაც ათეულობით პოლიტიკური პატიმარი ელოდებოდა თავისუფლების კარის გაღებას. არ დამავიწყდება მათი თვალები, ყველაფრის გამომხატველი და ემოცია, საოცარი ემოცია. კარი გავაღე და გარეთ ერთად გამოვედით. მადლობა უფალს, რომ ეს დღე ასეთი იყო _ ყველაფრის დამტევი დღე. ბედნიერი ვიყავი და მინდოდა თქვენთვისაც გამეზიარებინა, _ აღნიშნა ბესელიამ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved