შტაბების უფროსების 168-ე შეხვედრას სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე გენერალი კნუდ ბარტელსი გახსნის. ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შტაბების უფროსები ავღანეთში არსებულ ამჟამინდელი მდგომარეობისა და ავღანეთში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის ადგილობრივი ძალებისთვის გადაბარების საკითხებს განიხილავენ. მხარეები, პოსტ-ISAF-ის პერიოდში, ავღანეთის უსაფრთხეობის ძალებისთვის საწვრთნელი მისიისა და დახმარების შესახებაც ისაუბრებენ.
ნატოს შტაბ-ბინაში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე დღეს გენერალ-მაიორ კარლოს ბრანკოს შეხვდება. დაგეგმილია ასევე, შეხვედრები ნატო-ს გაერთიანებული ძალების სარდალთან ევროპაში, ადმირალ ჯეიმს სტავრიდისთან, აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსთან, გენერალ მარტინ დემპსთან, ISAF-ის მისიის მეთაურთან, გენერალ ჯონ ალენთან და ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან გენერალ კნუდ ბარტელსთან.
საქართველოს დელეგაცია პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძის ხელმძღვანელობით გერმანიაში, ჰაიდელბერგში მდებარე ლანდშტულის რეგიონალურ სამედიცინო ცენტრსაც ესტუმრება და ISAF-ის მისიაში დაჭრილ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს მოინახულებს.