“ეს ძალიან რთული მომენტი აღმოჩნდა ჩემთვის. ამდენი წელი ერთად ვიმუშავეთ. თანაც რეზო ძალიან ძლიერი, პროფესიონალი კადრი იყო. ამის შესახებ დღეს მოულოდნელად გავიგეთ ბიუროს სხდომაზე“.
საკრებულოს წევრების გოჩა ჯანაშიას და მერაბ წილოსანის აზრით, გამგეობის წინ მიმდინარე პროცესები, თავისთავად მოიაზრება როგორც ფსიქოლოგიური ზეწოლა. ისინი მიიჩნევენ, რომ “რევაზ ჩიტიძემ გამუდმებულ სტრესს ვეღარ გაუძლო და ამიტომ მივიდა ამ გადაწყვეტილებამდე”.
ვის მოიაზრებენ საკრებულოს მომავალ თავმჯდომარედ, საკრებულოს წევრები ჯერჯერობით არ აცხადებენ. დღესვე გავრცელდა ხმები, რომ ამ თანამდებობაზე საკრებულოს უმრავლესობა ამირან გიგინეიშვილის კანდიდატურას დაუჭერს მხარს.
ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარემ რევაზ ჩიტიძემ დღეს, საკრებულოს ბიუროს სხდომაზე გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. ხმები იმის შესახებ, რომ ჩიტიძეზე ზეწოლა ხორციელდებოდა, დიდი ხანია ვრცელდება.
რევაზ ჩიტიძე ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით მიიღო. გავრცელებულ ხმებს მასზე გახორციელებული ფსიქოლოგიური ან სხვა ტიპის ზეწოლის შესახებ, საკრებულოს უკვე ყოფილი თავმჯდომარე არც ადასტურებს და არც უარყოფს. “ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო,” – მოკლე კომენატრით შემოიფარგლა იგი.