ამასთან დაკავშირებით განცხადებას პრემიერ-მინისტრის პრესsამსახური ავრცელებს,
“საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსს ხვალ ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა სესიაზე „ახალი გამოწვევა ცენტრალური აზიისთვის“, სადაც ის, სხვა მომხსენებლებთან ერთად, ენერგო სექტორის უპირატესობებზე, ეკონომიკური ზრდის პოტენციალსა და რეგიონთაშორისი ინტეგრაციის გამოწვევებზე ისაუბრებს.
დავოსში საქართველოს პრემიერ-მინისტრი რამდენიმე ქვეყნის პირველ პირთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს, ასევე დაგეგმილია შეხვედრები მსოფლიოში წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებთან.
მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრება პროფესორ კლაუს შვაბისა და ქალბატონ ჰილდე შვაბის მიერ ორგანიზებულ კერძო მიღებასა და სადილს.
საქართველოს დელეგაციაში შედიან ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ასევე საპარტნიორო ფონდისა და საინვესტიციო სააგენტოს წარმომადგენლები,” _ ნათქვამი განცხადებაში