დაკავებულმა 2013 წლის 31 იანვრის საღამოს თბილისში, ტაშკენტის ქუჩაზე 1986 წელს დაბადებული დენის ალექსანდრეს ძე მატიაშის საცხოვრებელ ბინაში ეჭვიანობის ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკებისას ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში დაჭრა მამა – ალექსანდრე მატიაში, შემდგომ კი დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ალექსანდრე მატიაში ადგილზე გარდაიცვალა.
დაკავებულმა ასევე დანით გულმკერდისა და ფეხის არეში დაჭრა შვილი – დენის მატიაში, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დენის მატიაში ემერჯენსის კლინიკაში მოათავსეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღები – პისტოლეტი და დანა ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108–ე, 19-109–ე და 236–ე მუხლებით მიმდინარეობს.