“კოალიციას სათავეში ბიძინა ივანიშვილის ჩადგომა ავტომატურად ნიშნავს კოალიციის მხარდამჭერი ადამიანების პირდაპირ გადამისამართებას პარტია “ქართული ოცნებისკენ”. გარდა ამისა, კოალიციის ლიდერმა საჯაროდ და საკმაოდ დამამცირებელი ფორმებით მოახდინა საკუთარი დამოკიდებულების დემონსტრირება კოალიციის ერთ-ერთი ყველაზე წონადი და გავლენიანი პოლიტიკური პარტიის გავლენიან ლიდერთან მიმართებაში, რომელიც ამავე დროს არის კარგი თავდაცვს მინისტრი. ასევე, თავის მოქმედებებში ძალიან შეზღუდულია პარლამენტის თავმჯდომარე უსუფაშვილი, რომელიც არის კარგი თავმჯდომარე. მას ძალიან უჭირს საჯაროდ ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც შექმნიდა მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესს, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებთან და პარლამენტს მიღმა დარჩენილ პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებაში”, _ განაცხადა გიორგი თარგამაძემ “პრაიმ-თაიმი”ს პრესკლუბში