ანზორ მალაზონია, ოზურგეთის სახანძრო- სამაშველო სამსახურის ზედამხედველობის სპეციალისტი: 2013 წლის 1 თებერვალს, 23 საათსა და 45 წუთზე შემოვიდა შეტყობინება. როცა მივედით, უკვე იწვოდა მთლიანი ბინა მეოთხე სართულზე, რომელიც ხუტა მგალობლიშვილს ეკუთვნოდა. სავარაუდოდ, სწორედ ის დაიწვა. მიუხედავად იმისა, რომ დასახმარებლადკიდევ ორი მანქანის დამატება დაგვჭირდა, ვერც ბინის და ვერც ადამიანის გადარჩენა მოვახერხეთ.
აღნიშნულ საქმეზე მოკვლევას შსს ოზურგეთის რაიონული სამმართველო აწარმოებს.