“მოგესალმებით ყველას – ჩვენს ერთგულ მსმენელს და გულშემატკივარს
“გვსურს მოგაწოდოთ რამოდენიმე განმარტება:
პირველ რიგში, გვსურს ბოდიში მოვუხადოთ საზოგადოებას დღეს მედიაში გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით.
მოგმართავთ თხოვნით, გაგებით მოეკიდოთ და გაიზიაროთ ჩვენი გულწრფელი პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით;
ვადასტურებთ, რომ კვარტეტის წევრები ნამდვილად ვიყავით გაფორმებულები დასუფთავების სამსახურში და ამ ფორმით ვიღებდით ანაზღაურებას სხვადასხვა ქალაქურ კონცერტებსა თუ ღონისძიებებში მონაწილეობისათვის.
გვსურს სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ “თეატრალურის კვარტეტი”–ს წევრები არასოდეს არ ვყოფილვართ არცერთ პარტიაში,მითუმეტეს აქტივისტები, არც არანაირი “პარტიული” დავალება არასოდეს შეგვისრულებია.
ჩვენი წადილი და გულწრფელი მიზანი ყოველთვის იყო და იქნება ქართული სიმღერის სამსახური და პოპულარიზაცია საქართველოში და მის ფარგლებს მიღმა, რისთვისაც არასოდეს ვიშურებდით ენერგიას; ყოველთვის ვცდილობდით მაღალ დონეზე წარმოგვეჩინა ქართული სიმღერა.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, მუდამ მზად ვართ ვემსახუროთ ქართულ სიმღერას და საქართველოს!!!”-განცხადება კვარტეტის წევრებმა ფეისბუქით გაავრცელეს.