_ ამ წუთებში, “გურია ნიუსის” ინფორმაციით, შსს გურიის სამხარეოს მთავარ სამმართველოში, დასაქმების სამინისტროში დასაქმებულთა დაკითხვა მიმდინარეობს. ამ ინფორმაციას “გურია ნიუსთან” შსს გურიის სამხარეოს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, პაპუნა გობეჯიშვილი ადასტურებს, თუმცა, დეტალებზე არ საუბრობს, რადგან მისი განცხადებით თბილისში იმყოფება: “მიმდინარეობს რაღაც დაკითხვა. კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან მივლინებით თბილისში ვარ. შეგიძლიათ ჩემს მოადგილეს, გოჩა ფერსაშვილს დაუკავშირდეთ და ის გაგცემთ პასუხს,” _ გვითხრა გობეჯიშვილმა.
“გურია ნიუსი” ფერსაშვილს დაუკავშირდა, მაგრამ მან ტელეფონი გაგვითიშა.
შსს გურიის სამხარეოს მთავარ სამმართველოში მიმდინარე დაკითხვებთან დაკავშირებით, “გურია ნიუსი” ვრცელ ინფორმაციას მალე შემოგთავაზებთ.