“3 თებერვალი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების დღეა. ახალგაზრდა ქართული დემოკრატიისთვის მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისი იყო. ქვეყანამ დაკარგა საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, გონიერი და ჩამოყალიბებული პოლიტიკოსი. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის მთავარი დემოკრატიული ინსტიტუტის – საქართველოს პარლამენტის ჩამოყალიბებაში.
8 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მოსახლეობას თავისი პრემიერ-მინისტრის ტრაგიკული და ბურუსიც მოცული სიკვდილის შესახებ გამოუცხადეს. ხალხი დღემდე ელოდება პასუხს და ჩვენ ვალდებულნი ვართ პასუხი გავცეთ. ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა მოხდა რეალურად.” _ ნათქვამია განცხადებაში.