მოთხოვნა იგივე რჩება – ბოდიში მოიხადოს დავით საგანელიძემ აბაშასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო.
აქციას ახალი მოთხოვნაც დაემატა _ არჩევნების პერიოდში “ქართული ოცნების” შტაბის კოორდინატორები და ქვეკოორდინატორები რამდენიმე თვის უღებელ ხელფასებს ითხოვენ.
აქციის მონაწილეთა განცხადებით საპროტესტო გამოსვლები ყოველდღე გაიმართება.