ამ ინფორმაციას გამგეობის პრესამსახურის უფროსი, ნინო სალუქვაძე არ ადასტურებს. გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, კოტე შარაშენიძის თქმით, მისთვის უცნობია დატოვა თუ არა თანამდებობა მისმა მოადგილემ.
_ არ ვიცი, ხვალ მივალ სამსახურში და გავიგებ ყველაფერს, _ გვითხრა კოტე შარაშენიძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობას ამ დღეებში კოტე შარაშენიძის კიდევ ერთი მოადგილე, ლაშა ღლონტი დატოვებს.
ლაშა ღლონტმა “გურია ნიუსთან” განაცხადა, რომ ის თავის თანამდებობაზე რჩება.
_ არ ვიცი ვისგან გაიგეთ ეს ინფორმაცია. მე, ვარ ჩემს თანამდებობაზე. თბილისში ვიყავი მივლინებით და დღეს ჩამოვედი. _ თქვა ჩვენთან საუბრის დროს ლაშა ღლონტმა.
“გურია ნიუსი” შეეცადა ვლადიმერ ქვილორიას კომენტარი ჩაეწერა, მაგრამ მისი ორივე ტელეფონი გასული იყო მომსახურეობის ზონიდან.
სანდო წყაროს ინფორმაციით, საკადრო ცვლილებები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ძალიან მალე დაიწყება. გავრცელდა კიდევ ერთი ინფორმაცია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსს, მაია თანდილაშვილს ოზურგეთელი მარინა ჩხაიძე ჩაანაცვლებს. მაია თანდილაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას ჭორს უწოდებს, მარინა ჩხაიძე კი ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს. მარინა ჩხაიძე კოალიცია “ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერია და ის ანსამბლ „ალილოს“ წევრის, ბექა ჩხაიძის მამიდაა.