სიხარულიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ, ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არაფერია:
_ როცა რეალობა და გავრცელებული ინფორმაცია ერთმანეთს დამეხვევა, მაშინ დავადასტურებ თქვენს ინფორმაციას, _ გვითხრა სიხარულიძემ.
აკაკი სიხარულიძე უშიშროების სამსახურში წლების განმავლობაში მუშაობდა. ბოლოს დროს კი “ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერი იყო.
ჩვენი ინფორმაციით, უშიშროების სამსახურის სტრუქტურა გურიაში უახლოეს ხანში საბოლოოდ ჩამოყალიბდება და სამსახურში ძველი, კუდ-ის თანამშრომლების ნაწილიც დაბრუნდება.