_ თქვენ განაცხადეთ, რომ მიშა წასულია. საკანონმდებლო ორგანოში მიხეილ სააკაშვილის მოსმენაზე უმრავლესობის წარმომადგენლებს პროტესტი არ გამოგითქვამთ.
_ უფლება არ გვაქვს და იმიტომ. ფორმალურად ის 2013 წლის ოქტომბრის თვემდე ამ კონსტიტუციური მანიპულაციებით არის პრეზიდენტი. შესაბამისად, ის ვალდებულია მოვიდეს პარლამეტში და ანგარიში ჩააბაროს. აქედან გამომდინარე, ჩვენ პარლამენტს ვერ დავხურავთ იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილმა არ გააკეთოს მისი მოხსენება. ეს იქნება მიხეილ სააკაშვილის ბოლო მოხსენება.
_ რეგიონული მართვის საკითხებში კოალიცია “ქართულ ოცნებას” სერიოზული პრობლემები აქვს. რა არის ამის მიზეზი?
_ პარტიული მართვის საკითხებში ვაღიარებ, რომ არის პრობლემები, ამას არ უარვყოფთ, მაგრამ რეგიონალური მართვის საკითხებში – არა... თუმცა მე ამ საკითხებზე არ ვმუშაობ და კომენტარს ვერ გავაკეთებ.