ამ ინფორმაციას “გურია ნიუსთან” აღნიშნული სამსახურის უფროსი ვლადიმერ სალუქვაძე ადასტურებს.
_ მოგეხსენებათ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება დასუფთავებისა და კომუნალური სამსახურების შერწყმაზე. აქედან გამომდინარე, მოსალოდნელი იყო რეორგანიზაცია. ამიტომ დაწერეს თანამშრომლებმა განცხადებები, რომელიც ასეთი შინაარსისაა: “გავეცანი ბრძანებას მოსალოდნელი რეორგანიზაციის შესახებ,” ეს ბუნებრივიცაა.
_ბატონო ვლადიმერ, მასობრივ შემცირებებზეა საუბარი, როგორც ვიცით.
_ რა თქმა უნდა, შემცირებები განხორცილდება, – გვითხრა სალუქვაძემ.
_ამბობენ, რომ შერწყმულ სამსახურს თქვენ უხელმძღვანელებთ.
_ ეს ჯერ განხილვის სტადიაშია, _გვითხრა სალუქვაძემ.





























































