“ქართული ოცნების” წარმომადგნელები ამბობენ, რომ შარაშენიძემ, არჩევნების შემდეგ, პარტიის ოფისში, რომელიც მის საცხოვრებელ სახლში იყო განთავსებული და პარტიას უსასყიდლოდ დაუთმო, ის სია დახია, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ქრთამის დარიგებას ადასტურებდა. შარაშენიძეს ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ სურს და საქმის სხვანაირად გარკვევის მომხრეა. დახეული სია, რომელშიც ნათლად იკითხება 1200 ადამიანის სახელი და გვარი, მათთვის გადახდილი თანხების რაოდენობა და მისამართები, საკმაოდ ვრცელია და დეტალურ გადამოწმებას საჭიროებს. ოზურგეთის მთავარი პროკურორის კახა კოჩივარის თქმით, მასალების მიწოდების შემთხვევაში, პროკურატურა ამ თემით აუცილებლად დაინტერესდება.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved