_ ჩემზე ვერავინ ცუდს ვერ იტყვის, რადგან არაფერს ვაკეთებდი ასეთს. რატომ უნდა დავტოვო სამსახური, ვერ გამიგია. არ ვაპირებ, საკუთარი სურვილით დავწერო განცხადება და წავიდე _ გვითხრა მერი ღლონტმა.
რწმუნებულმა ვასილ ღლონტმა გვითხრა, რომ ის არავის არ ათავისუფლებს:
_ მისთვის არაფერი მითქვამს. მაინტერესებდა, რა დამოკიდებულება აქვს ახალ ხელისუფლებასთან და ეს ვკითხე.
_ მან რა გიპასუხათ?
_ ჯერ არაფერი უთქვამს. ახლა ის ჩემთან არის და მისთვის არაფერი მითქვამს ზედმეტი, – გვითხრა ვასილ ღლონტმა.