როგორც საკრებულოს დეპუტატმა ირინა საჯაიამ გვითხრა, სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახთა მდგომარეობას შეისწავლის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შექმნილი უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების შემსწავლელი დროებითი კომისია გამგეობის ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო გარემოს განვითარების სამსახურთან ერთად. დროებითი კომისია შეარჩევს პრიორიტეტულად მიჩნეულ რამდენიმე ოჯახს.
_ გამგეობის ინიციატივით ბიუროს სხდომაზე დამატებით საკითხად შემოვიდა ამ მუხლში ცვლილების შეტანა, სადაც კომისიის მაგივრად უნდა უნდა ჩაიწეროს დროებითი სამუშაო ჯგუფი და ინფრასტრუქტურის სამსახური არ ჩაიწერება, – თქვა ბიუროს სხდომაზე ირინა საჯაიამ.