ცერცვაძე ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ორივე მოსამართლე ღირსეულად ახორციელებს მართლმსაჯულებას:
_ თუ საჭიროება მოითხოვს, ჩვენ შეგვიძლია ჩვენი სამართლებრივი არგუმენტაცია წარმოგიდგინოთ. რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებით ამ ბრალდებებს და ვთვლით, რომ მოსამართლე ბესო ალავიძე არის ძალიან ღირსეული მოსამართლე, რომლის კვალიფიკაციაში არანაირი ეჭვი არ არსებობს.
_ რაც შეეხება რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მაია გიგაურს, ჩვენი ინფორმაციით, მას საერთოდ არ გააჩნია უმაღლესი განათლება.
_ მე კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ნებისმიერი მოსამართლის დანიშვნასთან დაკავშირებით არის არგუმენტირებული, ჩვენ გვაქვს საჭირო არგუმენტები, რომ ჩვენი მოსამართლეები, პირველ რიგში, შეესაბამებიან კვალიფიკაციას და მეორე რიგში მათი დანიშვნით კანონმდებლობა არ დარღვეულა.
რამდენიმე დღის წინ სასამართლოებში არაკვალიფიციური კადრების დანიშვნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმაც: “ალავიძესთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია შემაშფოთებელია. ამ ინფორმაციას ვსწავლობთ, რომ შემდეგ სამართლებრივი და საფუძვლიანი შეფასება მივცეთ ამ ფაქტს. ჩვენ უფრო შორს წავალთ _ უნდა შევამოწმოთ იგივე პრობლემა ხომ არ არის სხვა მოსამართლეების შემთხვევაში. იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ არის. ასეთ შემთხვევაში პირველ რიგში, იმ გადაწყვეტილებებს მიადგება დიდი დარტყმა, რომლებიც ამ მოსამართლეებს შეიძლება, გამოტანილი ჰქონდეთ”, _ განაცხადა წულუკიანმა და დასძინა, რომ ასეთ შემთხვევაში, მოსამართლის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების კანონიერება ეჭვქვეშ დადგება.