“მოდელირებული ქრონიკა” გახსოვთ – დამონტაჟებული და კანონის დარღვევით გავრცელებული დეზინფომაცია?! აგენტებზე რომ იყო ფილმი, გვარამიას რეჟისორობით. ბადრი პატარკაციშვილის დამონტაჟებული და მთლიანად შინაარსშეცვლილი ინტერვიუ. კიდევ რამდენი ასეთი?! ყველაფერი ეს შერჩათ და ურცხვად აგრძელებენ დეზინფორმაციულ პარპაშს, თითქმის მთლიანად დაიკავეს საინფორმაციო სივრცე და დღის წესრიგს აწესებენ. მთავარი პროკურორის განცხადებით, ყოფილი ხელისუფლების დროს 300–ზე მეტი ადამიანი მოკლეს და ეს იყო სისტემური დანაშაული. ახსნას ვინმემ სისტემური სახელმწიფო დანაშაული როგორ უნდა მომხდარიყო პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერმინისტრის, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის და სხვა ლიდერების გარეშე. ან 200–ზე მეტი პოლიტპატიმარი მათ უკითხავად შეყარეს ციხეებში?! ცხადია, არა! ჰოდა თუ არა, მაშინ კოჰაბიტაცია ვისთან ხდება და რამდენად შესაბამისობაშია ასეთი კოჰაბიტაცია ზნეობასთან და კანონთან?! ან საპარლამენტო საგამოძიებო კომისია სად არის, რომ უნდა შექმნილიყო?! იმის მაგივრად ამ თემებზე ვსაუბრობდეთ, საზოგადოება ნაციონალური დეზინფორმაციის შტურმს განიცდის. ახლა რა ვქნათ, მივუსხდეთ საღამოს ტელევიზორს და ვუცქიროთ ფსევდოდებატებს, სადაც ჟურნალისტები ერთმანეთის პირისპირ დასვამენ ყოფილ კანიბალებს და მათი ინტელექტუალური “გამპრავებლებს”, ხოლო მეორე მხარეს მათგან შეჭმას გადარჩენილებს და იქნება დედის გინება და ნაძირალას ძახილი. და ამ მდარე შოუს საქართველოში ობიქტურობა ეწოდება! არის ასეთი მოვლენა, აფექტი, ნერვებზე თამაში მაგით მთავრდება ხოლმე!” _ წერს ვასილ მაღლაფერიძე.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved