როგორც “გურია ნიუსს” მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა, პარტიული შეხვედრები დღეს ლანჩხუთსა და ჩოხატაურში გამართა.
_ დღეს გვქონდა შეხვედრა ჩვენს თანამებრძოლებთან, ვისაუბრეთ იმაზე, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ და უმცირესობის ლიდერმა, ფაქტიურად შევთანხმდით ყველა ძირითად საკითხზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ “ქართული ოცნება” დაგვთანხმდა კონცეფციაში ჩაწერილიყო, რომ საქართველოს ექნება მყარი პროდასავლური კურსი. ვერ შევთანხმდით იმაზე, რომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ იდევნება ჩვენი თანამებრძოლები, მათ შორის, გურიაში, ოზურგეთში, თბილისში. ეს უნდა შეწყდეს, ჩვენ არა ვართ წინააღმდეგი იმისა, რომ დადგეს პასუხისმგებლობა პარლამენტის წევრებისა, მათ შორის, პრეზიდენტისა.
მაგრამ არ დარჩა ფაქტიურად რიგითი წევრები, აქტივისტები რომ არ დაებარებინათ პროკურატურაში და პოლიციაში. დღეს მითხრეს ჩოხატაურში ჩვენმა მხარდამჭერებმა, მაგალითად, უბნის რწმუნებულმა მითხრაო, არ გეწყინოს, მაგრამ შეიძლება, ორ დღეში პოლიციაში დაგიბარონო.
_ ბატონო მიხეილ, ოზურგეთში ვისზე იყო ზეწოლა?
_ კი, ბევრი მაგალითი არის მასეთი შემთხვევებისა.
_ კონკრეტულად?
_ გეტყვით, ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს კითხეთ, არ იცით? არ გსმენიათ მსგავსი მაგალითი?
_ ბატონო მიხეილ, ეს ინფორმაცია თქვენგან გვაინტერესებს…
_ ორგანიზაციის ხელმძღვანელი გეტყვით ყველაფერს.
_ ბატონო მიხეილ, ჟურნალისტებისთვის დახურული რატომ არის მსგავსი შეხვედრები?
_ ეს არის ჩემი გადასაწყვეტი, მე როგორიც მინდა, ისეთ შეხვედრებს გავმართავ.