– სასამართლო დარბაზებში დამონტაჟებული იყოს ერთი ვიდეოკამერა მაინც, რომელიც გააკეთებს სასამართლო პროცესის სრულ ჩანაწერს. ამ საკითხის ირგვლივ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განცხადება საქართველოს ფინანსთა მინისტრმა გააკეთა.
ნოდარ ხადური: “იმისთვის, რომ სასამართლო დარბაზებში ვიდეოკამერები დამონტაჟდეს, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 3 550 000 ლარი. 2013 წლის განმავლობაში, ვიდეოკამერები ყველა სასამართლო დარბაზში დამონტაჟდება და პროცესის მიმდინარეობას სრულად ასახავს. კიდევ ერთი თემა – ჩვენ ვიწყებთ მუშაობას ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენაზე, ეს იქნება სტრატეგიული დოკუმენტი და მის მომზადებაში ჩაერთვება ყველა სამინისტრო. გარდა ამისა, ძალიან დიდი იქნება ამ დოკუმენტის შემუშავებაში ექსპერტების მონაწილეობა. საქართველოში არსებულ ყველა ასეთ დოკუმენტს თავს მოუყრის ფინანსთა სამინისტრო და შეიქმნება სტრატეგიული განვითარების ერთიანი დოკუმენტი, რომელსაც საქართველოს პარლამენტი მიიღებს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტთან ერთად”.