შეხვედრაზე სახალხო დამცველმა პრემიერ-მინისტრს გააცნო საკუთარი მოსაზრებები მომავალი საქმიანობის და პრიორიტეტების შესახებ. კერძოდ, სახალხო დამცველის რეგიონალური ოფისების განვითარებაზე, კონფლიქტურ ზონებში და სამშვიდობო პროცესებში სახალხო დამცველის გააქტიურებაზე, ადამიანის უფლებათა სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის მომზადებაზე და მის განხორციელებაში მთავრობის მხარდაჭერაზე.
ასევე საუბარი შეეხო სახალხო დამცველის 2013 წლის ბიუჯეტში დამატებითი ხარჯების გამოყოფის შესაძლებლობას. პრემიერ-მინისტრმა ამ საკითხებზე დიალოგის დაწყების მზადყოფნა გამოთქვა და მიესალმა სახალხო დამცველის ახალ ინიციატივებს.






























































