დოკუმენტი ყოფილი მსჯავრდებულების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამაში ანტინარკოტიკული ცენტრის ჩართულობას ითვალისწინებს.
საპატრიარქოსთან არსებული ანტინარკოტიკული ცენტრი ყოფილი მსჯავრდებულების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამაში ჩაერთვება და უსასყიდლოდ განახორციელებს ნარკოტიკებზე დამოკიდებული ყოფილი მსჯავრდებულების ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას; გაუწევს მათ ფსიქოლოგიურ დახმარებას.
დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრმა ყოფილი მსჯავრდებულების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამა 2012 წლის ბოლოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით დაიწყო. მისი მიზანი საქართველოს პარლამენტის მიერ ამნისტირებული მსჯავრდებულების დახმარებაა. პროგრამა გულისხმობს მსჯავრდებულების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას ფსიქოლოგიური დახმარების, სოციალური უნარების განვითარების, დასაქმებაში ხელშეწყობის, კომპიუტერული უნარების კურსის გავლისა და სხვა სერვისების გამოყენების გზით.