წულუკიანის თქმით, პრეზიდენტის ძმა არ უნდა იყოს “მოსამართლეთა მჭედელი”.
“მოსამართლეობის თითოეულმა კანდიდატმა უნდა იცოდეს მიზეზი, თუ რატომ არ დაინიშნა იგი თანამდებობაზე; არ უნდა სჭირდებოდეს ომი, რომ საკუთარი საქმე გამოითხოვოს და არდანიშვნის მიზეზები დაადგინოს.
ჩემი მიზანია, როცა ახალგაზრდებს და ბავშვებს კითხავენ, თუ რა უნდათ რომ გამოვიდნენ, მათ არჩევანი მოსამართლის პროფესიაზე შეაჩერონ, რაც დღეს, სამწუხაროდ არ ხდება.”
წულუკიანის თქმით, იგეგმება მოსამართლეთა დისციპლინური დევნის პროცედურების გადახედვა, რაც მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის.
იუსტიციის მინისტრი მიიჩნევს, რომ აუცილებელია საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საქმიანობის შესწავლა და რეფორმირება, რათა დადგინდეს, რამდენად მიზნობრივად იხარჯება გამოყოფილი თანხა.
“ქორთიარდ მერიოტში” საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შეხვედრა მოსამართლეთა კორპუსთან ამ წუთებშიც გრძელდება.