“მოსამართლის დისციპლინური დასჯა ვერ მოხდება და არ მოხდება. ზოგიერთი თავგაცხელებული ადამიანისგან გაგიგიათ, ალბათ, რომ მოსამართლეები, რომლებმაც ასეთი გადაწყვეტილებები მიიღეს, უნდა დავსაჯოთო. იმედი მაქვს, ისინი ცოტა ადეკვატურად შეხედავენ პროცესებს, იმიტომ, რომ მოსამართლეების დასჯას თავად სასამართლო არ დაუშვებს. ეს არის სასამართლოს საქმე და არა ვინმე სხვის. ამიტომ, არც ამ და არც სხვა პროექტებით მოსამართლეთა დასჯა ვერ მოხდება. ჩვენ იუსტიციის მინისტრს შევთავაზეთ პროექტში ჩაიწეროს, რომ კომისიის მუშაობის შედეგი არ აისახება მოსამართლის დისციპლინარულ პასუხისმგებლობაზე,” _ განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ “ქორთიარდ მერიოტში “გამართული შეხვედრის დროს.