საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ირაკლი ღარიბაშვილს მისი დის და ცოლისდის დანიშვნების შესახებ შეახსენა, რაზედაც შს მინისტრმა განაცხადა, რომ ის თანამდებობებზე მხოლოდ გამოცდილების და კომპეტენციის მიხედვით ნიშნავს კადრებს.
ამის შემდეგ ღარიბაშვილმა ნადირაშვილს უმცირესობის ნათესავების შესახებ შეახსენა, რომლებიც ასევე მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობენ.
_ ქალბატონო ირმა, და თქვენი მეუღლე სად მუშაობს, გამგებელია, ხო?” _ ჰკითხა მან ირმა ნადირაშვილს.