საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო ნავთობისა და გაზის კომპანია „ფრონტერა საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორს სტივენ ნიკანდროსს შეხვდა. პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა უკვე არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
“ფრონტერამ” საქართველოში საქმიანობა 1997 წლიდან დაიწყო, მისი სათაო ოფისი კი ამერიკაში მდებარეობს.