“გურია ნიუსი” ინფორმაციის გადასამოწმებლად შსს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელს ნინო გიორგობიანს დაუკავშირდა. გიორგობიანმა განგვიცხადა: “არ ვიცი. არაფერი მსმენია ამასთან დაკავშირებით. ამ ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ”
“გურია ნიუსი” სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” მითითებულ ნომერზე “ბედლაუნჯს” დაუკავშირდა. სადაც ქალბატონმა ლიკამ გვიპასუხა.
_როგორც ვიცით, თქვენთან ინციდენტი მოხდა. სადაც დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ტომარაძე დაჭრეს. ადასტურებთ ინფორმაციას?
_ იცით რა, მე დილის ცვლაში ვმუშაობ და ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნია.
ქალბატონ ლიკას ვთხოვეთ კომპეტენტურ პირთან დავეკავშირებინეთ, რომელთანაც წყაროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას გადავამოწმებდით. ქალბატონმა ლიკამ ამისთვის რამდენიმე წამი ითხოვა. შემდეგ კი გვიპასუხა: “სამწუხაროდ არანაირი ინფორმაციის მოცემა არ შემიძლია.”
“გურია ნიუსმა“ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში სცადა ინფორმაციის გადამოწმება, დეპარტამენტში ოპერატორმა გოგონამ გვითხრა რომ ბატონი გურამ ტომარაძე სამსახურში არ არის. ჩვენს კითხვაზე, როგორია დეპარტამენტის თავმჯდომარის ჯანმრთელობის მდგომარეობა “ბედლაუნჯში” მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ოპერატორმა გვითხრა: “ვერ გაგცემთ ამაზე პასუხს.”
ჩვენს თხოვნაზე, “შეგიძლიათ თუ არა სხვა ვინმე კომპეტენტურ პირს დამაკავშიროთ”, განგვიცხადეს: “სამწუხაროდ ვერავის დაგალაპარაკებთ.”
შეგახსენებთ, რომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გურამ ტომარაძე “ქართუ ბანკის” ყოფილი თანამშრომელია.