საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, იტალიის ნაკრების დამარცხების შემდეგ, მე-5 ადგილისათვის შეხვედრაში, რომელიც დაბა სასენჟში გაიმართა, პატარა “ბორჯღალოსნებმა” მე-5 ადგილისათვის მატჩში ძალების მობილიზება ვეღარ შეძლეს და უელსის 18-წლამდელთა ნაკრებთან 0:50 დამარცხდნენ.
ევროპის ჩემპიონის ტიტული ინგლისის 18-წლამდელთა ნაკრებმა მოიპოვა. ინგლისელებმა ფინალში საფრანგეთი 27:22 დაამარცხეს, მე-3 ადგილისათვის მატჩში ირლანდიამ შოტლანდიას 40:0 სძლია, მე-7 ადგილისათვის კი იტალიამ პორტუგალიას მცირე სხვაობით 13:7 მოუგო.
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა, რომელსაც ილია მაისურაძე წვრთნის, ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი 1/4 ფინალში ირლანდიასთან 27:31 დათმო, მე-5 ადგილისათვის პლეი-ოფის ნახევარფინალში კი იტალია 17:12 დაამარცხა.