მან მელორ ვაჩნაძეს – „ყაჩაღი”, ხოლო ნანა კაკაბაძეს „მხედრიონელი” უწოდა და დაამატა: „ჩემი ინფორმაციით, პოლიტპატიმრებთან ერთად 19 აპრილის აქციაზე მისვლას ნანა კაკაბაძე და მელორ ვაჩნაძეც გეგმავენ, რასაც მათ არ ვურჩევ!“
„გურია ნიუსი“ ამ განცხადებასთან დაკავშირებით მელორ ვაჩნაძეს დაუკავშირდა.
_ როგორც დღეს მარაბიშვილმა განაცხადა, არ გირჩევთ თქვენ და ნანა კაკაბაძეს 19 აპრილის აქციაზე მისვლას. თქვენი აზრით ეს მუქარა იყო თუ გაფრთხილება და მართლა თუ მიდიხართ ამ აქციაზე?
_ ვანოს მუქარის მისი მინისტრობის დროს არ მეშინოდა და მითუმეტეს ახლა, როცა კაპიკია მისი მუქარის ფასი. რაც შეეხება აქციაზე წასვლას, რომელი ნაციონალი მე ვარ, რომ რიგები გავუმაგრო მათ?! ისინი ოცნებობენ მივიდე და რაღაც დაჩაგრულად წარმოჩნდნენ დასავლეთის თვალში. ისე არც გამიკვირდება მათი სითავხედიდან გამომდინარე თუ მიმიწვევენ და სიტყვასაც მომცემენ. რაც შეეხება ყაჩაღს, ვინ დავაყაჩაღე ვერ გავიგე, გაკოტრებული ნაცები? ყაჩაღები საკუთარ თავებში ეძიონ 9 წელი რომ აყაჩაღებდნენ ქართველ ხალხს, რის გამოც პასუხს აგებენ!
_ ხვალიდან, სამეგრელოში, მოძრაობა “პატრიოტები” და რამდენიმე უმცირესობის დეპუტატი იწყებენ მოსახლეობასთან შეხვედრებს, როგორ ფიქრობთ ხალხს აგროვებენ 19 აპრილის აქციისთვის თუ მოუწოდებენ 14 აპრილს რომ არ წამოვიდნენ?
_ ვერ გეტყვით და სიმართლე გითხრათ 19 აპრილი ჩემთვის უმნიშვნელო დღეა, ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობ, მართლა ასეა. მგონი საკმარისად შეაშინეს ხალხი და აწი მათი არავის ეშინია. ეს უკვე აჩვენა ქართველმა ხალხმა 1 ოქტომბერს.
_ 14 აპრილს ბევრ ხალხს ელოდებით?
_ 14 აპრილს 14 საათზე სპორტის სასახლე გადაიჭედება ხალხით და ჯალათებს გამოუტანს განაჩენს, 9 წლიანი რეჟიმი გასამართლდება როგორც მორალურად, ისე სამართლებრივად. ეს დიდი დღე იქნება.