_ ეროვნული ბიბლიოთეკა ახორციელებს პროექტს, რომელიც ითვალისწინებს ემიგრანტული მასალებით იმ კაბინეტის გამდიდრებას, რომელიც ერთი თვის წინ გავხსენით. რაც შეეხება ზალდასტანიშვილების არქივს, ქალბატონი რუსუდან გორგილაძის მეშვეობით ვაწარმოებდით მოლაპარაკებას ზალდასტანიშვილების შთამომავლობასთან და მათ გადმოგვცეს ეს სრულიად უნიკალური არქივი, რომელიც მოიცავს არაერთ მნიშვნელოვან მასალას ამერიკაში ქართული ემიგრაციისა, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან” საუბრისას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ.