_ ამაში ვგულისხმობ იმას, რომ არცერთ წელს არ შემოსულა პარლამენტში ამდენი განცხადება მთელი წლის განმავლობაში, რაც ამ ოთხ თვეში. 4600 საჩივრიდან რეაგირება ამ წუთებში 3900 განცხადებაზე მოვახდინეთ. ეს იყო უმძიმესი სამუშაო, ახლა 150 სისხლის სამართლის საქმის შესწავლა მიმდინარეობს, რომელზეც კონკრეტული რეკომენდაციები დაიწერება.
_ ქალბატონო ეკა, ძირითადად რა საკითხებს ეხება განცხადებები და საჩივრები.
_ უმეტესი ნაწილი ეხება პატიმრების განცხადებებს, რომლებიც აღწერენ წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს წინა ხელისუფლების პერიოდში. საქართველოს მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს სადაც კიდევ ერთი წერილი გადავუგზავნე სადაც პატიმარი გვწერს თუ როგორ სცემდნენ მას ციხეში და ეს ყველაფერი ხდებოდა ბაჩო ახალაიას და მეგის ქარდავას თანდასწრებით. საჩივრების დიდი ნაწილი ეხება უკანონო განაჩენების გადახედვის მოთხოვნას და მთავარ პროკურატურაში წერილები გადავაგზავნეთ. ბევრი წერილი შემოდის იპოთეკით დაზარალებული მოქალაქეების მხრიდან.
_ საპარლამენტო უმცირესობამ განაცხადა, რომ ბოლო დროს პოლიტიკური ნიშნით ათასობით ადამიანი თავისუფლდება სამსახურიდან. არის თუ არა თქვენს კომიტეტში ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება ან საჩივარი შემოტანილი.
_ უფრო ნაკლები რაოდენობის განცხადებაა პოლიტიკური ნიშნით უკანონოდ დათხოვნის ფაქტებზე. ასეთი განცხადება რამდენიმე იყო. ახლა ძალიან საინტერესო თემაზე მუშაობას კომიტეტი და მათ შორის ჩვენთანაც შემოვიდა განცხადება უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლის ალავიძის და კიდევ ერთი მოსამართლის დანიშვნა რამდენად კანონიერად მოხდა. თქვენ იცით, რომ პროკურატურა სწავლობს ამ საკითხს.
_ ქალბატონო ეკა, თქვენი აზრით დაირღვა თუ არა სამეგრელოს სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსის თენგიზ გუნავას უფლებები.
_ უშუალოდ გუნავას საქმე ჩვენს კომიტეტს არ შეუსწავლია, რადგან არ მოუმართავთ ჩვენთვის. შემიძლია გითხრათ, რომ ბუნებრივია როდესაც გამოძიებას გუნავას მიმართ კონკრეტული და სხვადასხვა ტიპის არაერთი ბრალდება აქვს. ჩვენ გვაკისრია ერთი ვალდებულება არამარტო გუნავას, არამედ ნებისმიერი მოქალაქის შემთხვევაში _ უდანაშაულობის პრეზუმპცია უნდა იყოს დაცული. რა თქმა უნდა, გუნავას უფლებაც უნდა იყოს ქვეყანაში დაცული და ნებისმიერი სხვა მოქალაქეების, მაგრამ რამდენად იცავდა გუნავა სხვა მოქალაქეების უფლებებს, როდესაც ის იყო თანამდებობის პირი, მოდი ეს გაარკვიოს ჯერ სასამართლომ. ამ ადამიანის მიმართ არსებობს ძალიან ბევრი საჩივარი და ბრალდება, მას მოქალაქეები ედავებიან.