2013 წლის 4 აპრილს თბილისი შერატონ მეტეხი პალასში დღის 11 საათზე გამართულ დახურვით ცერემონიაზე პრესისა და მედიისათვის წარმოდგენილი იქნა “საბაჟო და სანიტარიული-ფიტოსანიტარიული სასაზღვრო კონტროლის სისტემის გაძლიერება საქართველოში” პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები. ევროკავშირის მიერ 1,8 მილიონი ევროთი დაფინანსებულმა პროექტმა უნიკალური შესაძლებლობა მისცა საქართველოს შემოსავლების სამსახურს და დანიის, იტალიისა და ესტონეთის საბაჟო და ვეტერინარული კონტროლის ადმინისტრაციებს ერთად ემუშავათ საქართველოში სასაზღვრო კონტროლის სისტემის გასაძლიერებლად.
პროექტის მიზანი იყო საქართველოს საბაჟო ადმინისტრაციის გაძლიერება ევროკავშირის საბაჟო სტანდარტებთან მიახლოების გზით. საქართველოს შემოსავლების სამსახურმა საბაჟო მიმართულებით გააძლიერა საბაჟო ადმინისტრირება და პროცედურები.
ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ორგანიზებული იქნა ხუთი სასწავლო ვიზიტი, რომელთა საშუალებითაც ქართველი სპეციალისტები ადგილზე გაეცნენ საბაჟოს ევროპულ სტანდარტებს. მიღებულ იქნა ახალი პროცედურები.
პროექტი ასევე ორიენტირებული იყო საზღვრებზე სურსათის უვნებლობისა და ვეტერინარული და ფიტოსანიტარიულ კონტროლზე. ამდენად, პროექტი გააძლიერებს იმპორტისას სურსათის უვნებლობის კონტროლს საქართველოში.
ევროკავშირი ხშირად უჭერს მხარს თანამშრომლობას ე.წ. “საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის“ გზით, რომელიც საშუალებას აძლევს ბენეფიციარი ქვეყნის ადგილობრივ ადმინისტრაციას ერთობლივად იმუშაოს ევროკავშირის ერთი ან მეტი წევრი-სახელმწიფოს ადმინისტრაციასთან. ეს უკანასკნელი წარმოადგენს ადგილობრივი წამყვანი ადმინისტრაციების უნარების გაძლიერების ხელშემწყობ ძალზედ ეფექტურსაშუალებას.
პროექტს ხელმძღვანელობდა დანიის ცენტრალური საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრაცია იტალიის საბაჟოსსააგენტოსთან, დანიის ვეტერინარიისა და სურსათის ადმინისტრაციასთან, ესტონეთის საგადასახადო და საბაჟო საბჭოსა და ესტონეთის ვეტერინარიისა და სურსათის საბჭოსთან ერთად.
ღონისძიებას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრი, ბ-ნი ნოდარ ხადური, იტალიის ელჩი ფედერიკა ფავი, ესტონეთის ელჩი პრიტ ტურკი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელძღვანელის მოადგილე ბ-ნი ბორის იაროშევიჩი და დანიის საპატიო კონსული, ბ-ნი ესბენ ემბორგი, _ იუწყება ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.