ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვარშავაში პოლონეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარეს, ბოგდან ბორუსევიჩს და სეიმის თავმჯდომარეს, ევა კოპაჩს შეხვდება. ასევე დაგეგმილია შეხვედრები საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენლებთან და პოლონეთი-საქართველოს მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფთან. შეხვედრები გაიმართება აგრეთვე პოლონეთის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
ვარშავაში ვიზიტისას პარლამენტის თავმჯდომარე უცნობი ჯარისკაცის საფლავს გვირგვინით შეამკობს. დაგეგმილია დავით უსუფაშვილის საჯარო გამოსვლა პოლონეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში.
პოლონეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად პარლამენტის წევრები თედო ჯაფარიძე, გიორგი ვოლსკი, ეკა ბესელია, თინათინ ბოკუჩავა ეწვევა.