ეს ინფორმაცია ჩვენთან საუბარში გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილემ, ვახტანგ ზენაიშვილმა დაადასტურა: ” შეიცვლება პრესსამსახურის ხელმძღვანელი. ასევე, აღნიშნულ აპარატში შემცირდება კადრების რაოდენობა. გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, ზაზა ურუშაძე ამჯერად თბილისში იმყოფება. სწორედ მისი დაბრუნების შემდეგ გახდება ცნობილი, როდის გახორციელდება ეს ცვლილება,” _ გვითხრა ზენაიშვილმა.